მეტი წიგნი, დამატებითი დროის გარეშე.

ყოველი სამუშაო სესიის შემდეგ Bookidoro გიხსნით წიგნის მომდევნო რამდენიმე გვერდს, იქიდან, სადაც შეჩერდით. Mac-ზე გვერდები შესვენებისას გამოჩნდება, iPhone-სა და iPad-ზე კი სესიას თავად იწყებთ.

უფასოარეგისტრაციის გარეშერეკლამის გარეშესინქრონიზაცია iCloud-ით
შესვენება Mac-ზე: „ვეფხისტყაოსნის“ მომდევნო გვერდები დაბინდული ეკრანის ფონზე იგივე შესვენება ქაღალდის ტექსტურის ფონზე იგივე შესვენება წერტილების ფონზე იგივე შესვენება ტალღების ფონზე იგივე შესვენება რგოლების ფონზე იგივე შესვენება ხაზების ფონზე იგივე შესვენება ბადის ფონზე
ფონი: დაბინდული ეკრანი
კითხვა iPhone-ზე სამუშაო სესიის დროს

სამი ნაბიჯი. მესამე უბრალოდ ერთი დაწკაპუნებაა.

იმუშავეთ

Bookidoro მენიუს ზოლშია და ითვლის, რამდენ ხანს მუშაობთ. iPhone-სა და iPad-ზე დაიწყეთ სამუშაო სესია და დაბლოკეთ აპები, რომლებიც ყურადღებას გიფანტავთ.

იკითხეთ

შესვენებისას 1–5 გვერდი იხსნება ზუსტად იქიდან, სადაც შეჩერდით. ზემოთ ჩანს, რომელ თავში ხართ.

მზადაა

ერთი დაწკაპუნება და ტაიმერი თავიდან იწყება. დღეში ექვსი შესვენება თვეში დაახლოებით ერთ წიგნს უდრის.

ყველაფერი, რაც მკითხველს სჭირდება. ზედმეტი არაფერი.

📚

ბიბლიოთეკა და თაროები

რასაც ახლა კითხულობთ, ყოველთვის თვალწინ გაქვთ, ყდის ფერებში. შექმენით საკუთარი თაროები, „წასაკითხი“ და „წაკითხული“ სიები.

🏛️

75 000-ზე მეტი უფასო წიგნი

Project Gutenberg-ის კლასიკა პირდაპირ აპშია და კითხვას ერთი დაწკაპუნებით დაიწყებთ. შეგიძლიათ საკუთარი PDF და EPUB ფაილებიც დაამატოთ.

🖍️

მონიშვნები და შენიშვნები

მონიშნეთ წინადადება, ფერებს დაარქვით სახელები, მაგალითად „ციტატა“ ან „იდეა“, დაურთეთ შენიშვნა და ყველაფერი ერთ ადგილას გექნებათ.

💬

ციტატის ბარათები და ვიდეოები Pro

ნებისმიერი წინადადებისგან შექმენით ბარათი ან ანიმაციური ვიდეო Instagram-ისა და TikTok-ისთვის, სასურველი შრიფტით და ფერებით.

🎧

ზარისას არ შეგაწუხებთ

Mac-ზე შესვენება ელოდება, სანამ მიკროფონი, კამერა ან ეკრანის გაზიარება ჩართულია, ან სანამ კომპიუტერს არ დაუბრუნდებით.

🔒

ყურადღების დაცვა

iPhone-სა და iPad-ზე სესიის დასრულებამდე დაბლოკეთ აპები, რომლებიც ყურადღებას გიფანტავთ. თქვენი გვერდი დაბლოკილ ეკრანზე გელოდებათ.

📈

სტატისტიკა

კვირის, თვის და წლის შედეგები, სერია, კითხვის ტემპი და როდის დაასრულებთ თითოეულ წიგნს.

☁️

Mac, iPhone და iPad

ბიბლიოთეკა, თაროები, მონიშვნები, სად შეჩერდით და სტატისტიკა თქვენი iCloud-ით რამდენიმე წამში სინქრონიზდება.

🛡️

პირადი სივრცე

რეგისტრაცია საჭირო არ არის. წიგნები თქვენს მოწყობილობებსა და თქვენს iCloud-ში რჩება. ვაგროვებთ მხოლოდ ანონიმურ სტატისტიკას და მისი გამორთვაც შეგიძლიათ.

Pro

აქციეთ ციტატა პოსტად.

მონიშნეთ ნებისმიერი ადგილი და Bookidoro მას 9:16 ფორმატის ბარათად ან ანიმაციურ ვიდეოდ აქცევს, სადაც სიტყვები სათითაოდ ჩნდება. მზადაა Instagram Stories-ის, Reels-ისა და TikTok-ისთვის.

  • რვა შრიფტი, ტექსტისა და მარკერის ფერი
  • ერთფეროვანი ფონი, ნახატი, ქაღალდის ტექსტურა ან თქვენი ფოტო
  • წიგნის სათაური და ავტორი თავისით ემატება
  • ვიდეოს ხანგრძლივობა ციტატის სიგრძეზეა დამოკიდებული
ციტატის ბარათი: „ვეფხისტყაოსანი“ ციტატის ბარათი: „გლახის ნაამბობი“ ციტატის ბარათი: „ვეფხისტყაოსანი“ ციტატის ბარათი: „ბაში-აჩუკი“

უფასოა. Pro, თუ მოგეწონებათ.

შესვენებები კითხვისთვის, სამუშაო სესიები, თაროები, მონიშვნები, უფასო წიგნები, სტატისტიკა და სინქრონიზაცია ყველა მოწყობილობაზე უფასოა. Bookidoro Pro წლიური გამოწერაა: ამატებს ციტატის ბარათებსა და ვიდეოებს და ეხმარება პროექტის განვითარებას. ერთი გამოწერა მოქმედებს Mac-ზე, iPhone-სა და iPad-ზე.

შემდეგი შესვენება შეიძლება ახალი თავი იყოს.

macOS 13 ან უფრო ახალი · iOS და iPadOS 17 ან უფრო ახალი · ქართული, ინგლისური და გერმანული